ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, "სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაციის" საბაბით, რუსეთი აგრძელებს უკრაინის მოქალაქეების იძულებით მასობრივ გასახლებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
ISW-ის თქმით, დნეპრის დასავლეთ სანაპიროდან ხალხის მასობრივი გადაყვანის შესახებ განცხადება ნაწილობრივ მიზნად ისახავს უკრაინის გარდაუვალი შეტევის მოლოდინში საოკუპაციო ხელისუფლების თანამშრომლებისა და კოლაბორანტების ევაკუაციას. ამავდროულად, რუსეთის ხელისუფლება სავარაუდოდ გამოიყენებს ჰუმანიტარულ საფუძვლებს უკრაინის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის რუსეთის ფედერაციაში დეპორტაციის დასაფარად.
"ექსპერტების ვარაუდით, ათიათასობით უკმაყოფილო უკრაინელის რუსეთში გადასახლებიდან მოსკოვი ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე ეკონომიკური სარგებელს მიიღებ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი ქმედებების რეალური მიზანია გათავისუფლებულ ტერიტორიებზე უკრაინის ეკონომიკის აღდგენის პრევენცია და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს ყველფერი რუსეთის ეთნიკური წმენდის კამპანიას ემსახურება, უკრაინის ეროვნული იდენტობისა და კულტურის აღმოსაფხვრელად."- წერს ISW-ი.
ISW-ის განცხადებაში წერია, რომ რუსეთის მთავრობამ შესაძლოა მომავალში "ევაკუირებულ" უკრაინელებზე ზეწოლა დაიწყოს, რათა ისინი შეუერთდნენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ნაწილობრივი მობილიზაციის დანაკარგებისა და წარუმატებლობის კომპენსირებისთვის.
#Putin declared varying levels of “martial law readiness” across #Russia and in Russian-occupied #Ukrainian territories ranging from “maximum” (full-scale martial law in Russian-occupied Kherson, Zaporizhia, Donetsk, and Luhansk oblasts) to “basic” (all of Russia). https://t.co/4kusgVPikl pic.twitter.com/xlHcF2Dy0L